თიბისი მომხმარებელს ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს

3

დღეიდან, 2 თვის განმავლობაში,  თიბისის მომხმარებლები ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებენ:

მომხმარებლების ცხოვრების კიდევ  უფრო გასამარტივებლად, თიბისის დისტანციურ არხებში ფიზიკური პირები საბანკო ოპერაციების და ტრანზაქციების განხორციელებისას შემდეგი პირობებით ისარგებლებენ:

  • 0% საკომისიო ყველა ტრანზაქციის განხორციელებისას, მათ შორის: სხვასთან ანგარიშის და მობილურის ნომრით გადარიცხვაზე ნებისმიერ ვალუტაში,  კომუნალურ გადახდებზე, მობილურის ბალანსის შევსებაზე;
  • 1%-ით მეტი წლიური სარგებელი ანაბრის ეროვნულ ვალუტაში გახსნისას;
  • პირველი  წლის  მომსახურება საკომისიოს გარეშე ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას;
  • კიდევ უფრო გაუმჯობესებული სავალუტო კურსი და  გაზრდილი  დღიური კონვერტაციის ლიმიტი.
Comments
Loading...