თიბისი მომხმარებელს დისტანციური მომსახურებით სარგებლობას ურჩევს

7

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, დისტანციურად შეასრულონ საბანკო ოპერაციები.

თიბისის ტრანზაქციების 95% ფილიალში მისვლის გარეშე ხორციელდება.  შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი მომხმარებელს ონლაინარხების საშუალებით სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს.

თიბისის დისტანციური არხების – მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია  სწრაფად და მარტივად შემდეგი ტრანზაქციების განხორციელება:

-თანხის გადარიცხვა ანგარიშის ან მობილურის ნომრით;

–  კომუნალური გადასახადების გადახდა სახლიდან გაუსვლელად;

– საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება  და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე გადახდა;

– ბარათის პინ-კოდის აღდგენა;

– ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა;

–  საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა;

– უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით;

– სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.

Comments
Loading...