თიბისის მომხმარებლებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე შესაძლებელია

7

თიბისის ვიზა და მასტერქარდის ბარათის მფლობელებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე ხელმისაწვდომია. საათით უკონტაქტო გადახდის პროცესი ძალიან მარტივი, სწრაფი და კომფორტულია. ამისათვის Garmin-ის საათში სასურველი ბარათების დამატება და საათის გადახდის ტერმინალთან დადებაა საჭირო.

გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ობიექტში, სადაც უკონტაქტო გადახდის ტერმინალია განთავსებული.

ტრანზაქციები მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხოა. Garmin-ის საათით გადახდისას, ბარათის მონაცემები მოწყობილობის სერვერში ან გადახდის ტერმინალში არ ინახება, შესაბამისად, კონფიდენციალობა მაქსიმალურადაა დაცული.

დეტალური ინფორმაცია  Garmin-ით გადახდის შესახებ იხილეთ ბმულზე

– https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/garmin-pay

Comments
Loading...