თიბისიმ იპოთეკური სესხების ახალი, გამარტივებული არხი შექმნა

38

პირველად საქართველოში, იპოთეკური სესხის მიღება კიდევ  უფრო მარტივად, ციფრულადაა შესაძლებელი.

ვებ-გვერდზე tbcmortgage.ge მომხმარებელი შეძლებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული მისთვის საჭირო ყველა საბანკო ოპერაციის შესრულებას, მათ შორის:

  • თანხის მოთხოვნას სასურველი უძრავი ქონების შესაძენად;
  • თანხის მოთხოვნას რემონტისთვის ან უძრავი ქონების ასაშენებლად;
  • ყველა არსებული იპოთეკური სესხის გაერთიანებას;
  •  სასურველი პაკეტის შექმნას, რომელიც მოიცავს:

შეძენა/აშენება/გარემონტება/სესხების გადაფარვას;

  •  სესხის კალკულატორით სარგებლობას  და წინასწარ ყოველთვიური შენატანის დაანგარიშებას;
  • წინასწარ იმის განსაზღვრას, რა რაოდენობის იპოთეკური სესხის აღება შეუძლია  და სხვ.

პლატფორმის  დახმარებით მომხმარებელს იპოთეკური სესხის წინასწარ დამტკიცება და 6 თვის მანძილზე სასურველი კომერციული ფართის, ბინის, აგარაკის მოძებნის და შერჩევის  შესაძლებლობაც ექნება.

იპოთეკური სესხების გამარტივებული არხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე – tbcmortgage.ge .

Comments
Loading...