თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2020-2021 სასწავლო წელი ახლადაშენებულ შენობაში დაიწყეს

11

120 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მოეწყო პანდუსები, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. სკოლაში ფუნქციონირებს სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები. შენობა აღჭურვილიაახალი ინვენტარითა და ტექნიკით. სკოლის ტერიტორიაზე მოეწყპ თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი.

თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულებულია 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800-მდე სკოლას. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებდა როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სამუშაოების ნაწილი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და რეგიონების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობას.

Comments
Loading...