- Advertisement -

თელასის ელექტროენერგიის მოხმარება იანვარ-სექტემბერში 3,1%-ით გაიზარდა

8

2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით კომპანია „თელასმა“ 2 227 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 3,1% (67 მლნ კვტ.სთ-ით) აღემატება 2017 წლის ცხრა თვის მოხმარების მოცულობას (2 160 მილიონი კვტ.სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.

2017 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 2018 წლის იგივე პერიოდში 3,1%-ით (64 მლნ კვტ.სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 2 136 მილიონი კვტ.სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2018 წლის ცხრა თვეში 2017 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 4,6%-ით (27,4 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 625,4 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 563,9 ათასი – ფიზიკური პირია, ხოლო 61,5 ათასი – იურიდიული პირი.

2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 564 კმ შეადგინა, რაც 5,6%-ით (296 კმ-ით) აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (5 268 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

Comments
Loading...