თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს

244

14 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავას დამსახურებული დიპლომატიური საქმიანობისთვის ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიენიჭა. თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

ჰიგაში კუნინომიას ჯილდო მიზნად ისახავს  იაპონიის და საქართველოს კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ  ჯილდო ყოფილი საიმპერატორო ოჯახის წევრის სახელობისაა და მისივე დაარსებული საორგანიზაციო ფონდის მიერ გაიცემა. აღნიშნული ჯილდო მიღებული აქვთ იაპონიის ყოფილ პრემიერ მინისტრებს, გამოჩენილ პოლიტიკოსებს და სხვა დამსახურებულ ადამიანებს.

25 წლიანი ცხოვრების შემდეგ იაპონია ჩემი ოჯახისათვის მეორე სამშობლო და იდენტობის ნაწილი გახდა. გულითად მადლობას ვუხდი ყველა იაპონელს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გვერდში მედგა. მოგახსენებთ, რომ ჩემთვის ჰიგაში კუნინომიას ჯილდოს მიღება, საქართველოიაპონიის კავშირის, მათ შორის, პირადი ურთიერთობების თვალსაზრისითაც ენით აღუწერელი ბედნიერებაა. ვფიცავ და გპირდებით, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, ძალას არ დავიშურებ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გაღრმავებისათვის. გულითად მადლობას მოვახსენებ ფონდის ხელმძღვანელს, ბატონ აკეგავას. რომ ამ ჯილდოს მიღების პატივი მე მომანიჭა, – განაცხადა თეიმურაზ ლეჟავამ.

Comments
Loading...