თბილისში, პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა

10

ამასთან კახა კალაძემ აღნიშნა, რომ შეიცვალა პარკირების ჯარიმის ჩაბარების წესიც.

„მინდა, ვთხოვო ავტომფლობელებს და მოვუწოდო, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება. ასევე, შეიცვალა ჯარიმის ჩაბარების წესი.

აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს სამართალდარღვევის ოქმი. ახლა, თუ ფოსტით ვერ მოხდა ოქმის მიწოდება, იგი გამოქვეყნება სპეციალურ ვებგვერდზე – tp.ge. ამ მოდელს იყენებს შსს ვიდეო ჯარიმებთან დაკავშირებით.

თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში დაჯარიმებული პირი გადაიხდის ჯარიმას, მიიღებს 20 პროცენტიან ფასდაკლებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...