- Advertisement -

თბილისში ესტონეთი-საქართველოს ბიზნეს-კონფერენცია გაიმართა

5

თბილისში, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართა ბიზნეს-კონფერენცია: “ესტონეთი-ინოვაციური პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესისთვის“”

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ესტონეთის საელჩო საქართველოში, საააგენტო – “აწარმოე ესტონეთში” და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭო.

ღონისძიების მიზანი ქართული კომპანიებისთვის ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა იყო. ბიზნეს – კონფერენცია ძირითადად დაეთმო ინდუსტრიული მრეწველობის, IT ტექნოლოგიებისა და ლოჯისტიკის სფეროში ესტონეთის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კაჭარავამ გახსნეს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები ესტონეთის სტარტაპ ეკო-სისტემის, საერთაშორისო ბიზნესის პერსპექტივებისა და ორი ქვეყნის ბიზნეს გარემოების ერთგვაროვნების შესახებ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ესტონურ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ესტონურ მხარესთან თანამშრომლობით თბილისში 2, ტალინში კი 1 ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ბოლო ასეთი ღონისძიება საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კელულაიდის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

2018 წლის 9 თვის მონაცემების შესაბამისად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 33%-ით და განისაზღვრა 9,73 მლნ. აშშ დოლარით. ექსპორტი გაიზარდა 169%-ით და 5,96 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

Comments
Loading...