თბილისი ენერჯი: კერძო სახლი, სადაც მდგმურები ცხოვრობდნენ, აფეთქებას გადაურჩა

27

“თბილისი ენერჯი” გაზის გაჟონვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანია აღნიშნავს, ახალდაბის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი აფეთქებას გადაურჩა.

“დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ეს თბილისში, ახალდაბის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.

ამ რეზინის მილიდან, რასაც ფოტოზე ხედავთ, გაზი ჟონავდა და კერძო სახლი, სადაც მდგმურები ცხოვრობდნენ აფეთქებას გადაურჩა.

ერთ-ერთმა მდგმურმა, რომელიც საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, მოხსნა გაზქურა და თან წაიღო. გაზის რეზინის მილი კი ღია მდგომარეობაში დააგდო.

”თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების სამსახურს, გაზის სუნის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს. 114-ის ჯგუფის ოპერატიულობით და ყურადღებიანი მეზობლების დახმარებით სახლი აფეთქებას გადაურჩა.

ნუ შეუქმნით საფრთხეს მეზობლებს, ნუ გახდებით მკვლელები.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...