თბილისის N130 საჯარო სკოლაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

12

„ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის“ პროგრამის ქვეპროგრამის „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სსიპ საგანამანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ქალაქ თბილისის N130 საჯარო სკოლაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა დაწყებითი კორპუსის ოთხივე სართულისა და ცენტრალური კორპუსის სამივე სართულის სრული რეაბილიტაცია. ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალის გამოყენებით გარემონტდა და მოეწყო საკლასო ოთახები, დერეფნები, ადაპტირებული სველი წერტილები, სრულად შეიცვალა ელექტრობაა, დამონტაჟდა მაღალი ხარისხის მდფ-ის კარები და თანამედროვე, ეკონომიური და უსაფრთხო ლედ განათება.

აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებდა სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, 700-ზე მეტ სკოლას ჩაუტარდა ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაიწყო მასშტაბური პროექტები სკოლების მშენებლობის მიმართულებით.

Comments
Loading...