თბილისის მერია Airbnb და Booking-ზე განთავსებული ბინების მეპატრონეებისთვის სემინარს იწყებს

15

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“დედაქალაქის ტურისტულ პოტენციალის გაზრდის და ამ სფეროში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია პერიოდულად ატარებს მასტერკლასებს და სემინარებს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

ამჯერად, 9 ივლისს, კომპანია “გალტ ენდ თაგარტთან” პარტნიორობით ვგეგმავთ სემინარს, რომელიც შეეხება მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების მიმოხილვას, ფასების დინამიკას, კონკურენციას, დატვირთვას, ტურისტულ ელექტრონულ პლატფორმებს, ასევე, სასტუმროების პოზიციონირებას, კრიზისული პერიოდების მართვას, სპეციალურ საბანკო პროდუქტებს, დონორების პროგრამებს, გარდა ამისა, საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ისაუბრებენ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე, რაც დამეთანხმებით ნებისმიერი ბიზნესისთვის დიდი ხანია აუცილებლობად იქცა.

ეს სემინარი ვფიქრობ ძალიან დაეხმარება მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების მენეჯერებს და თანამშრომლებს.

ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია დაიდება ჩვენს ვებგვერდზე, სადაც მსურველები ასევე დარეგისტრირებასაც შეძლებენ.

მსგავსი სემინარები ასევე ჩატარდება გიდებისთვის და Airbnb და booking -ზე განთავსებული ბინების მეპატრონეებისთვისაც.” – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...