თავხელიძის N1-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

14

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თავხელიძის N1-ში დასასვენებელი სივრცის განახლება იგეგმება. გამზადებული პროექტი ადგილობრივებს ვაკის რაიონის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა, დავით კვინიკაძემ გააცნო.

პროექტის შეთანხმების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და შედეგად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადახვა ატრაქციონებით განახლდება, დამონტაჟდება სხვა ურბანული ავეჯი და დაირგვება ბუჩქები. დასასვებნებელი სივრცის რეაბილიტაციის საპროექტო ღირებულება, დაახლოებით, 75 000 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...