- Advertisement -

ზურაბ მელიქიშვილი: ლარის კურსი არის დღევანდელი ხელისუფლების სარკე

9

“ეკონომიკა მცირდება,ინვესტიციები ქვეყანაში არ შემოდის,ეორვნული ვალუტა უფასურდება.ამით იზრდება გადასახადები,იზრდება ფასები”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა ლარის კურსზე საუბრისას.

“პასუხისმგებელი ადამიანების მხრიდან პასუხისმგებლობის მოცილებას ჰგავს ასეთი განცხადება, როდესაც ყველა დამნაშავეა, ოღონდ თვითონ არ არის დამნაშავე.

სინამდვილეში ლარი არის სარკე დღევანდელი ხელისუფლებისა. სარკე იმისა, როგორ იზრდება კორუფცია, კრიმინალი, როგორ იზრდება ნეპოტიზმი, ეს ყველაფერი აკეთებს იმას რომ ეკონომიკა მცირდება, ინვესტიციები ქვეყანაში არ შემოდის, ეროვნული ვალუტა უფასურდება. ამით იზრდება გადასახადები, იზრდება ფასები”, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა “კურიერთან”.

Comments
Loading...