- Advertisement -

ზუგდიდსა და მარნეულში ტექნიკური ინსპექტირების ორ ცენტრს აკრედიტაცია შეუჩერდა

8

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ორ ცენტრს აკრედიტაცია შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება აკრედიტაციის ცენტრში წერილობითი მიმართვების საფუძველზე გადამოწმების შემდეგ აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო იქნა მიღებული.

2018 წლის 30 ოქტომბერს აკრედიტაციის ცენტრში გაიმართა ცენტრის კომიტეტის სხდომა, სადაც განხილული იყო პტი-პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში აღმოჩენილი შეუსაბამობები. საკითხის განხილვის პროცესში გამოკვეთილი გარემოებების გამო კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, ქალაქ ზუგდიდსა და ქალაქ მარნეულში მდებარე ინსპექტირების ცენტრებისთვის აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე.

კერძოდ: ზუგდიდში ( პუშკინის ქ. 102) მდებარე შპს “ტრანს ჯგუფი”-ს A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს სრულად შეუჩერდა აკრედიტაცია (M2, M3, N2, N3, O3, O4 – კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (ერთი HV ხაზი); M2, M3, N2, N3, O3, O4 – კატეგორიების გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ტესტირება); მარნეულში, აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შპს “ტექ 2017” A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს კი აკრედიტაცია შეუჩერდა 8-დან ორი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ( N2, N3, კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება).

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებმა, რომელთაც სრულად შეუჩერდათ აკრედიტაცია ან შეუმცირდათ სამოქმედო სფერო, უნდა აღმოფხვრან შეუსაბამობები და გაიარონ ხელახალი აკრედიტაცია 3 თვის შემდეგ.

Comments
Loading...