ზამთარში, 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარების საფასურს მთავრობა გადაიხდის

5

„მთავრობა მიიღო გადაწყეტილება კომუნალური გადასახადების დაფინანსება გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ნოემბერი,  იანვარი, დეკემბერი,  თებერვალი  იგივე პრინციპით როგორც აქამდე იყო“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“ყველა ხედავთ რომ ეკონომიკური კრიზისი იქნება გრძელვადიანი. ჩვენ არ ვსაუბრობთ ეკონომიკურ კრიზისზე წლის ბოლომდე, გვესმის, რომ ეკონომიკურად შემდგომი ორი წელი რთული იქნება გლობალური ეკონომიკისთვის.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ მოქალქეებს შევუმსუბუქოთ ეკონომიკური კრიზისი. მთავრობამ  მიიღო გადაწყეტილება კომუნალური გადასახადების დაფინანსება გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი თებერვალი, იგივე პრინციპით როგორც აქამდე იყო 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. ჩვენს შეძლებულ მოქალაქეებს ექნება შესაძლებლობა ამაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comments
Loading...