“ვიმპელკომის” გენერალური დირექტორი თანამდებობას ივნისში დატოვებს

17

კომპანია „ვიმპელკომის“ დირექტორი ვასილ ლაცანიჩი თანამდებობას მიმდინარე წლის ივნისში დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლდინგი VEON0ი ავრცელებს, რომლის შვილობილი კომპანიაც არის „ვიმპელკომი“.

ლაცანიჩის კონტრაქტი გათვლილი იყო 31 დეკემბრამდე. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მისი გათავისუფლება იმასთან არის დაკავშირებული, რომ მან ვერ მოახერხა კომპანიის აქციონერებისთვის მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაეფორმებინა. შეთანხმებებს შორის დასახელებულია ერთ-ერთ კონკურენტთან გაერთიანება რუსულ ბაზარზე.

VEON-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლაცანის მემკვიდრე მოგვიანებით დასახელდება. აღნიშნულ პოსტზე კანდიდატად გამოცემები კაან ტერზოიღლუს განიხილავენ, რომელიც თურქული ოპერატორი კომპანია Turkcell-ის ყოფილი ხელმძღვანელია.

1 მარტიდან ახალი ხელმძღვანელი სათავეში ჩაუდგება VEON-ს და პასუხისმგებელი იქნება ჰოლდინგზე რუსეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ასევე საქართველოში.

Comments
Loading...