ვითიბი ბანკში სესხის აღება ბანკში მიუსვლელად, ვიდეო ბანკით გახდა შესაძლებელი

10

ვითიბის ვიდეო ბანკით სესხის აღება შესაძლებელი გახდა. ამ ეტაპზე ბანკში ვიზიტის გარეშე კლიენტს შეუძლია აიღოს სამომხმარებლოს სესხი, საკრედიტო ბარათი და ოვედრაფტი. სრული პროცესი, განაცხადის შევსებიდან სესხის აღებამდე, დისტანციურად ხორციელდება. საკრედიტო ბარათს ბანკი კლიენტს სასურველ მისამართზე მიაწვდის. ვიდეო ბანკით სარგებლობა შესაძლებელია მობილური აპლიკაციის გამოყენებით ან ვიდეოზარით საიტიდან https://videobank.ge. 

აპლიკაცია VTB Video Bank ხელმისწვდომია როგორც  iPhone-ის ისე  Android-ის სისტემის ტელეფონებისთვის.

“პანდემიის პერიოდში  დისტანციურმა ბანკინგმა განსაკუთრებული მნიშვნელობა  შეიძინა, მომხარებლისთვის საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა  უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა. ამის გათვალისწინებით ვითიბი  კლიენტებს დისტანციურად, ვიდეო ბანკით სესხის აღებას სთავაზობს. ჩვენ მათ მარტივ და სწრაფ გზას ვთავაზობთ, ბანკში ვიზიტის გარეშე შეავსონ განაცხადი და აიღონ სესხი“ –  განაცხდა ვითიბი ბანკის ციფრულ არხებში გაყიდვების სამმართველოს უფროსმა, ალექსანდრე გოგიბერიძემ.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 29 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება. 

Comments
Loading...