ვითიბი ბანკმა VISA-სთან ერთდ ახალი ბარათი VISA Signature წარმოადგინა

13

VISA Signature პრემიალური ტიპის ბარათია, რომლის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსკლუზიური პირობებით და კონკრეტულად ამ ბარათისთვის შექმნილი სერვისებითა და პრივილეგიებით. ვითიბი ბანკი აღნიშნულ ბარათს, პრემიუმ საბანკო მომსახურების ფარგლებში სთავაზობს.

VISA Signature ითვალისწინებს: მაღალ სარგებელს ბარათზე არსებულ დადებით ნაშთზე, უფასო (საკომისიოს გარეშე) განაღდებას მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომატსა და სავაჭრო ობიექტში, LOUNGE KEY-ს პროგრამის ავტომატურ წევრობას, რაც აეროპორტების მოსასვენებელი დარბაზებით მომსახურებას გულისხმობს, კონსიერჟის მომსახურებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 24/7, საინფორმაციო, საკონსულტაციო, საორგანიზაციო, შეკვეთისა და დაჯავშნის სერვისების ჩათვლით.

ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სხვადსხვა ფასდაკლება და ექსკლუზიური შეთავაზება, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 34 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

Comments
Loading...