- Advertisement -

ვითიბი ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე აქცია დაიწყო

14

8 ოქტომბრიდან ვითიბი ბანკი იწყებს აქციას სამომხმარებლო სესხებზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია, თავდებობის უზრუნველყოფით 45 000-ლარამდე სესხის, ხოლო უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე თანხის აღება, 5-წლამდე ვადით. ამის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

წლიური საპროცენტო განაკვეთი 6,9%-დან 13,9%-მდე (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 12,8%-დან – 17,2%-მდე). აღსანიშნავია რომ აქციის ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება 2019 წლიდან არის შესაძლებელი.

ამასთან ერთად, გაუმჯობებსებული პირობები, სესხების გაერთიანების და შენატანის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

Comments
Loading...