- Advertisement -

ვითიბი ბანკი ყველა მსურველს შემოსავლის დაფიქსირებას Mastercard Debit ბარათზე სთავაზობს

10

ვითიბი ბანკის ახალი შეთავაზება შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ პირს დააფიქსიროს საკუთარი შემოსავალი ბანკში. იმ პირებს, ვისი შემოსავალიც არ ირიცხება არც ერთ ბანკში, არიან თვითდასაქმებული ან სისტემატიურად იღებენ ფულად გზავნილებს, შეუძლიათ თანხა შეიტანონ აღნიშნულ ბარათზე და ისარგებლონ სახელფასო კლიენტის ყველა უპირატესობით.

Mastercard Debit ბართზე ასევე შესაძლებელია ხელფასის გადმოტანა ან სხვა ნებისმიერი შემოსავლის სისემატიური ჩარიცხვა, საბანკო მომსახურების გარდა Mastercard Debit ბარათის მფლობელები შემდეგი შეღავათებით ისარგებლებენ:

სესხის აღებისა და განვადების დამტკიცების გამარტივებული პროცედურა თანხის უფასოდ განაღდება საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკომატიდან ბარათის უფასო დაზღვევა 1 წლით გაორმაგებული ბონუს ქულები Mastercard Debit ბართი შეუძლია აიღოს, საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქემ, ამისთვის საჭიროა მიმართოს ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

Comments
Loading...