ვითიბი ბანკი, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

9

ვითიბი ბანკი, როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას! ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატზე, საქართველოს წაყლბურთელთა ნაკრებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა და საფრანგეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში გადავიდა.

თუმცა მთავარი მატჩი წინ არის: პლეი ოფში, რაც იგივე მერვედფინალია, საქართველოს ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. რუსეთთან გამარჯვების შემთხვევაში, რევაზ ჩომახიძის ნაკრები 1/4 ფინალში მასპინძელ უნგრეთს შეხვდება, ხოლო წაგების შემთხვევაში, მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს.

ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთნ ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა განაცხადა: მეექვსე წელია, რაც ვითიბი ბანკი, წყალბურთში ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია, მოხარულები ვართ რომ ჩვენი პარტნიორობის პერიოდში ნაკრებმა კარგ შედეგებს მიაღწია და ახლაც დიდი წარმატებით ასპარეზობს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული სპორტის მხარდაჭერა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ წყალბურთელთა ნაკრებმა, 2019 წლის სათამაშო სახეობებში საუკეთესო ნაკრები გუნდის წოდებაც მოიპოვა, ვულოცავთ ბიჭებს ამ წარმატებასაც!

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

Comments
Loading...