ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი მეოთხედ გაიმართება

4

ვითიბი ბანკი განაგრძობს ქართული ფეხბურთის განვითარების მხარდაჭრას. 16 აპრილს, დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მეოთხე ტურნირი დაიწყო. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ვითიბი ბანკი ავრცელებს.

ტურნირში მონაწილეობას იღებს 2004 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა რვა გუნდი. A ჯგუფი: დინამო თბილისი (საქართველო), ვულვერჰემფთონ უონდერსი (ინგლისი), ემპოლი (იტალია), ციურიხი (შვეიცარია). B ჯგუფი: სსფ-ს აკადემია (საქართველო), დინამო კიევი (უკრაინა), ფეიენოორდი როტერდამი (ჰოლანდია), სპორტინგი ბრაგა (პორტუგალია).

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი 21 აპრილს დასრულდება. ფინალური მატჩი “დინამო არენა”-ზე გაიმართება.

Comments
Loading...