ვითიბი ბანკის და Visa-ს გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

6

ვითიბი ბანკისა და Visa-ს გათამაშებაში, მორიგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ბანკმა ჯამში 12 მომხარებელი დააჯილდოვა.

ყველას საჩუქრად გადაეცა, 2 კაციანი და 2 დღიანი საგზური სასტუმროში „Radisson Collection Hotel“ წინანდალში. აღსანიშნავია, რომ გათამაშება გრძელდება, გამარჯვებულების გამოვლენა ხდება ყოველკვირეულად, პრინციპით, 2 გამარჯვებული ყველაზე მეტი ტრანზაქციის და 1 გამარჯვებული ყველაზე დიდი თანხის მოცულობის მიხედვით.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის, საჭიროა 1 დეკემბრის ჩათვლით, სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში გადაიხადოთ ვითიბი ბანკის Visa -ს ბარათით და Apple Pay-ს გამოყენებით.

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ.

ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

Comments
Loading...