ვითიბი ბანკისა და Mercedes Benz -ის ერთობლივი შეთავაზება

9

ვითიბი ბანკისა და Mercedes Benz -ის ერთობლივი აქციის ფარგლებში, შესაძლებელია V – Class – ის შეძენა 171 450 ლარად.

აღნიშნული მოდელის, ვითიბი ბანკის ავტო სესხით შეძენის შემთხვევაში, ყველა მომხმარებელს გადაეცემა საჩუქრები: Mercedes Benz -ის ავტოსამრეცხაოს 50 ცალი ტალონი, პირველი ტექ. მომსახურება, თხილამურების სამაგრი ან სახურავის საბარგული, 6 თვიან დაზღვევა, საწვავზე 15 თეთრიან ფასდაკლება და საჭიროების შემთხვევაში მძღოლის მომსახურება.

აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შესაძენად თანამონაწილეობა შეადგენს 30% -ს, ხოლო სესხის მაქსიმალური ვადა 72 თვეა.

ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

Comments
Loading...