- Advertisement -

ვეფხვაძე: ენერგეტიკის სექტორში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არ ხდება

10

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული კორპორაციის ხელმძღვანელმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ზოგადად ბიზნესზე ვერ ვისაუბრებ მე წარმოვადგენ ენერგეტიკის სექტორს, შემიძლია ვთქვა, რომ აქ მსგავსი ტიპის ზეწოლები არ არის. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი რამ არც იქნება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ენერგეტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, ეს მოხმარება კატასტროფულად იზრდება თვიდან თვემდე, არათუ წლიდან წლამდე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთავრობასთან ერთად ვიმუშაოთ ამ გამოწვევას როგორ ვუპასუხოთ.

მხოლოდ კარგი კლიმატი და თავისუფალი საინვესტიციო გარემო საკმარისი არააა. აქ გჭირდება მთავრობისა და კერძო ბიზნესს შორის მუშაობა, იმისთვის, რომ ინვესტიციები იყოს შემდგარი და ეკონომიკურად მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე, ენერგეტიკა არის გრძელვადიანი ინვესტიცია. ინვესტორებს თუ არ ექნებათ გარანტია იმ ჰესით, რომელსაც ააშენებს, ბუნებრივია, ინვესტიციას ვერ განახორციელებს”, – განაცხადა ვეფხვაძემ.

Comments
Loading...