ვეტერანებს რკინიგზით მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ

7

“საქართველოს რკინიგზის” მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უკვე შეუძლიათ 50%-იანი შეღავათით ისარგებლონ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 22 იანვარს გამოსცა N44 განკარგულება, რომლის თანახმადაც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე.

შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მარჩენალდაკარგულებს; აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს.

ვეტერანები 50% ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებენ სამგზავრო ბილეთის შეძენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

Comments
Loading...