ვერშბოუ: ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი პროექტია საქართველოს სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად

4

საქართველოს მომავალზე ნატოში და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ „აიპრესს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა.

რიგის კონფერენცია 2019-ზე” ალექსანდრ ვერშბოუსთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა “აიპრესის” სპეციალურმა კორესპოდენტმა ვახტანგ ნინიკაშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

– აუცილებლად მინდა გკითხოთ ანაკლიის პროექტის შესახებ. რამდენად მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და როგორია აშშ-ის ინტერესი ამ პროექტისადმი და, ასევე, როგორია რუსეთის დამოკიდებულება ამ პროექტისადმი?

ვერშბოუ: ამ ღრმაწყლოვან პორტს აქვს დიდი მნიშვნელობა საქართველოს გრძელვადიანი კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის. ეს პროექტი უზრუნველყოფს თქვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას და აქვს არსებითი მნიშვნელობა თქვენი უსაფრთხოებისთვის.

ანაკლიის პორტმა, შესაძლოა, მომავალში საშუალება მისცეს ნატო-ს უფრო დიდ გემებს განსხვავებული მიზნების შესასრულებლად შევიდნენ საქართველოს წყლებში, იქნება ეს პირდაპირი სამხედრო წვრთნები თუ სხვა ნებისმიერი ორმხრივი დახმარებისა და თანამშრომლობის პროექტი. ეს არის პროექტი ეკონომიკურ განვითარებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად. გისურვებთ, რომ ეს პროექტი განხორციელდეს წარმატებით შეფერხებების გარეშე.

 

აიპრესი: ბატონო ვერშბოუ, გმადლობთ, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე და გმადლობთ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ფორუმებზე. ძალიან ვაფასებთ თქვენს ამ ძალისხმევას, რადგან ვხედავთ თქვენ ინტერესს და აქტიურ მოქმედებას უკრაინის, მოლდოვას კონტექსტში. თქვენ ყოველთვის ააქტიურებთ საქართველოს საკითხს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

Comments
Loading...