ვერა მარტინი: სსფ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან ფინანსური რესურსის მისაწოდებლად

14

ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა.

“ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემურმა გავრცელებამ უარყოფითი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და გააუარესა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა. საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ღონისძიებებს, რაც შეარბილებს არსებული შოკის გავლენას მოსახლეობაზე და ეკონომიკაზე.

სსფ აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, მიმდინარე პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” ფარგლებში დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად, რაც საჭიროა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ეკონომიკისა და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. შოკის გავლენის შესუსტებასთან ერთად, სსფ-ს დაფინანსება სხვა დონორების დაფინანსების წამახალისებელიც გახდება”, – აცხადებს იგი.

Comments
Loading...