ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანია PDVSA-მ მოსკოვში ოფისი დაარეგისტრირა

5

ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანიამ PDVSA (Petróleos de Venezuela, S.A) მოსკოვში, თავისი ოფისის დაარეგისტრირა. ამის შესახებ ვენესუელის ნავთობის მრეწველობის მინისტრმა განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 6 აგვისტოს, რუსეთის იურიდიულ პირთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირდა ООО „ПДВСА Русиа“, რომელის მფლობელიც არის ვენესუელის PDV EURO-ASIA SA (98%) და მისი შვილობილი კომპანია PDVSA Cuba (2%).

2019 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა PDVSA-ს წარმომადგენლებს მიმართა თხოვნით, რომ ქვეყანაში დაერეგისტრირებინათ საკუთარი იურიდიული პირი, რომელიც კომპანიის მოსკოვის წარმომადგენლობას დაეხმარებოდა. მარტში კი, ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გასცა განკარგულება მოსკოვში კომპანიის ოფისის გახსნის შესახებ.

Comments
Loading...