ვენესუელის კომპანიამ PDVSA “როსნეფტის” წინაშე ვალი ორჯერ შეამცირა

6

PDVSA-ს ვალი კომპანია “როსნეფტის” წინაშე, 2018 წლისთვის ორჯერ შემცირდა და 4,6 მილიარდი აშშ დოლარიდან 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. ამის შესახებ რუსული კომპანიის ანგარიშში არის აღნიშნული.

მხოლოდ მეოთხე კვარტლის განმავლობაში, ვალი 800 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა.

შეთანხმების პირობების მიხედვით, PDVSA-მ რუსული კომპანიის წინაშე ვალი ნავთობის მიწოდებით უნდა დაფაროს.

“როსნეფტი” ფლობს 5 ადგილობრივ საწარმოს PDVSA-თან.

იანვრის მიწურულს აშშ-მა PDVSA-ს წინააღმდეგ დააწესა სანქციები, რომლებიც აშშ-ში ვენესუელის ნავთობის შეტანაზე საბაჟო გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს. სანქციებს ძალა 2019 წლის აპრილში გაუვა.

Comments
Loading...