- Advertisement -

ვენესუელის ახალი ეროვნული კრიპტოვალუტის გაყიდვები 5 ნოემბერს დაიწყება

6

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, ვენესუელური კრიპტოვალუტა El Petro-ს შესყიდვებისთვის ოფიციალური ვებ-გვერდის ამოქმედების შესახებ განაცხადა.

აღნიშნული კრიპტოვალუტის, როგორც ვენესუელის ეროვნული ვალუტის გამოყენება, ქვეყანაში 5 ნოემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

მისი თქმით, მოქალაქეებს კრიპტოვალუტის შეძენა შეეძლებათ საიტზე www.petro.gob.ve და აგრეთვე ვენესუელაში ამოქმედდება 6 გაცვლითი პუნქტი.

ვენესუელის პრეზიდენტმა ეროვნული კრიპტოვალუტის შემნის შესახებ 2017 წლის დეკემბერში განაცხადა. იანვარში მადურომ, 100 მილიონი Petro-ს გამოშვების შესახებ განაცხადა. თებერვალში კი უკვე კრიპტოვალუტის ოფიციალური გაყიდვები დაიწყო. პირველი დღის შედეგების მიხედვით, Petro-ს გაყიდვების მოცულობამ 735 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

Comments
Loading...