ვენესუელა, Citgo-ს, კანადური Crystallex-სთვის 1,4 მილიარდი დოლარის გადახდის შემთხვევაში შეინარჩუნებს

9

ვენესუელის ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწია კანადური კომპანია Crystallex International Corp.-თან. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს დავის დარეგულირებას. დავის შედეგად იყო შანსი იმისა, რომ ვენესუელური კომპანია PDVSA – Citgo Petroleum-ის შვილობილი კომპანია გადასულიყო კრედიტორების კონტროლის ქვეშ. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

Citgo-ს მმართველობაში შედის სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზეა განლაგებული. ეს ვენესუელის უმსხვილესი აქტივებია, რომლებიც ქვეყანას საზღვარგარეთ აქვს. კანადური Crystallex კი, საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ვენესუელური კომპანიისგან კომპენსაციის სახით 1,4 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს.

Crystallex-ის ხელმძღვანელმა რობერტ ფუნგმა კი 25 ნოემბერს განაცხადა, რომ ვენესუელამ უკვე გადაიხადა 500 მილიონი აშშ დოლარი ლიკვიდური ფასიანი ქაღალდების სახით. დანარჩენი თანხა კი კარაკასმა 2021 წლის დასაწყისამდე უნდა დაფაროს. გარდა ამისა, 2019 წლის 10 იანვრამდე ვენესუელის ხელისუფლებამ უნდა გამოყოს თანხა, რომლითაც მოხდება დარჩენილი თანხის ნაწილის დაფარვა. იმ შემთხვევაში, თუკი ეს არ მოხდება, Crystallex-მა შესაძლოა განაახლოს Citgo-ს საკონკურსო გაყიდვა.

კარაკასსა და მთელ რიგ უცხოურ კომპანიებს შორის სასამართლო დავა გახდა ნაციონალიზაციის პოლიტიკის შედეგი. აღნიშნულ პოლიტიკას კარაკასი 1999 წლიდან ახორციელებს. 2007 წელს აღნიშნული ნაციონალიზაცია შეეხო უცხოური კომპანიების აქტივებს. კანადურ Crystallex-ს ეკუთვნოდა ოქროს მაღარო, რომლის ექსპროპრიაციაც ვენესუელამ 2011 წელს განახორციელა. 2016 წელს, სასამართლომ კარაკასს, კანადური კომპანიისთვის კომპენსაციის მიზნით 1,4 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

ამის შემდგომ კი, კანადურმა Crystallex, კომპანია Citgo-ს აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში უჩივლა. 2018 წელს, სასამართლომ, Crystallex-ს, ამერიკული კომპანია Citgo-ს აქციების კონფისკაციის უფლება მისცა, რაც კომპანიის გაყიდვის პირველი საფეხურია. საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დელავერის შტატის სასამართლომ დეკემბრის ბოლოს უნდა მიიღოს.

Comments
Loading...