- Advertisement -

ვახტანგ ბუცხრიკიძე ზაზა ოქუაშვილის ცრუ ბრალდებებს პასუხობს

25

თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს უპასუხა. ვახტანგ ბუცრიკიძემ საგანგებო ბრიფინგზე ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ტრანზაქციაზე ისაუბრა. ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ ტრანზაქცია საქართველოს კანონმდებლობის და საბანკო წესების სრული დაცვით განხორციელდა.

“უსამართლო ბრალდებები გაისმის, ჩემს მიმართ, მამუკა ხაზარაძის მიმართ, ბანკის მიმართ. ჩვენი 27 წლის ისტორიის მანძილზე გუშინ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბატონმა ოქუაშვილმა ჩვენი თანამშრომლები მოიხსენია. თანამშრომლის რეპუტაციის დაცვა არის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი, ჩვენ ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ ჩვენს თანამშრომლებს.

რაც შეეხება ტრანზაქციას: ჩვენ გვაქვს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც 2016 წელს ეხება. შპს დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ყველა წესის დაცვით 2016 წლის 19 აპრილს. ეს კომპანია არის ქართული კომპანია.” ამასთან, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჩამოთვალა იმ დოკუმენტების ვრცელი ნუსხა, რომელიც ანგარიშის გახსნის დროს იყო წარმოადგენილი ბანკში და რომელიც გახდა კომპანიის ბენეფიციარი მფლობელის იდენტიფიკაციის საფუძველი.

“რაც შეეხება ტყუილებს სამუშაო საათებთან დაკავშირებით, – მარჯანიშვილის სათაო ოფისი გაიხსნა 2005 წელს და გახსნის დღიდან ის მუშაობს დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე და ემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ტყუილია, რომ ტრანზაქციისთვის მოხდა სპეციალურად ფილიალის გახსნა.

კლიენტმა თანხა ჩარიცხა 20 აპრილს შვეიცარიიდან, 21 აპრილს ტრანზაქცია (თანხის განაღდების) 19:22 წუთზე დაიწყო და დასრულდა 19:43-ზე, ანუ ტრანზაქცია ყველა წესის დაცვით განხორციელდა რაც შეეხება 22 აპრილს, კომპანიის დირექტორის მოთხოვნით, ჩვენ დარჩენილი თანხა მოვამზადეთ , ჩვენი თანამშრომლები დაუკავშირდენენ რომ თანხა მზად იყო და რეალურად თანხა გაიცა 13:01 წუთზე.

რაც შეეხება ჩემს ნაცნობობას, პირადად არ ვიცნობ ბატონ ფარცხალაძეს. გიორგი გახარია გავიცანი ბიზნესომბუდსმენის რანგში. ვიცნობ ლევან ყიფიანს, თუმცა არ მაქვს მასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა. რაც შეეხება ოქუაშვილის ბრალდებას, – მე არასდროს ვაწარმოებ ჩემი ბიზნეს შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების ჩაწერას; ამ ტრანზაქციას წინ არ უძღვოდა არანაირი სატელეფონო კომუნიკაცია ჩემსა და ყიფიანს შორის. დასასრულს მინდა განვმარტო, რომ ამ ტრანზაქციის შესახებ 2016 წელს ინფორმირებული იყო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.”

Comments
Loading...