ვაჟა-ფშაველას III კვარტალში ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა

12

ვაკის რაიონში ამხანაგობების მომართვიანობის საფუძველზე, ლიფტების განახლების პროცესი გრძელდება. სამუშაოები, ამჯერად, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N15 კორპუსში დასრულდა.

ლიფტის მექანიზმთან ერთად გამოიცვალა კაბინა, შესასვლელი კარები და ჩარჩოები. რეაბილიტაციის ღირებულება, დაახლოებით, 42 000 ლარს შეადგენს.

სულ, ამ დროისთვის ვაკის რაიონში ლიფტების განახლების პროექტები 16 მისამართზე განხორციელდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 340 000 ლარზე მეტი გამოიყო.

დასრულებულ სამუშაოს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

Comments
Loading...