ვაკის რაიონში, ქავთარაძის N34-ში დასასვენებელი სივრცე ეწყობა

12

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქავთარაძის N34-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება სხვა ურბანული ავეჯი, ბილიკი ახალი ტექნოლოგიით მოეწყო, რაც მოედანზე წვიმის დროს წყლის დაგროვებას გამორიცხავს. დასასვენებელი სივრცე განათდება და გამწვანდება.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.

Comments
Loading...