ვაკის რაიონში სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

9

ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანამშრომლობა გრძელდება. ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის N4 კორპუსის და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N29 კორპუსის ტერიტორიაზე სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება, დაახლოებით , 24 000 ლარს შადგენს.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

სულ, მიმდინარე წელს, სახურავის რეაბილიტაციის და წყალსაწრეტი მილების 45 პროექტი დაფინანსდა. პროექტბის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 561 000 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...