ვაკის რაიონში ნობათები 2900 ხანდაზმულს გადაეცა

12

ვაკის რაიონში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულებისთვის ნობათებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება. სხვადასხვა კომპანიის მიერ გადმოცემულ პროდუქტებსა და პირველადი საჭიროების ნივთებს გამგეობის თანამშრომლები მარტოხელა ხანდაზმულებს სახლში აწვდიან. ამ დროისთვის, ვაკის რაიონში ნობათები 2900 ხანდაზმულს გადაეცა.

ამჯერად აქციას შეუერთდნენ კომპანიები “არსი”, “ჯითისი ჯგუფი” და “ვითიბი ბანკი”. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

Comments
Loading...