ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

11

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ვაკის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.  ამ დროისთვის გზების განახლება შვიდ მისამართზე მიმდინარეობს.

ექვს მისამართზე შიდა ეზოების რეაბილიტაცია დაიწყო, არსებული სამუშაოები, დაახლოებით, ერთ თვეში სამ მისამართზე დასრულდება, შემდეგ ორ თვეში კი, დანარჩენი სამი.

პროექტის ფარგლებში, ასევე, დაიწყო სპორტული მოედნების მოწყობა. პროექტების ჯამური ღირებულება 780 000-მდე ლარს შეადგენს “უნდა აღვნიშნოთ, რომ ვაკის რაიონს პირველი კვარტლის შესრულება 99 პროცენტზე მეტი ჰქონდა.

ჩვენ ვცდილობთ, ბინათმესაკუთრეთა ამცანაგობებთანაც არ გავაჩეროთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ქვეყნის ეკონომიკისთვის ასეთი ტიპის პროექტების გაგრძელება მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან მალე უნდა დავამარცხოთ კორონავირუსი და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, კარანტინის მდგომარეობიდან ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდეთ, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ.

Comments
Loading...