ვაკეში ხაბეიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

17

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ხაბეიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოების შედეგად, 2400-მდე კვ.მ ფართობის გზა განახლდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 170 000-მდე ლარი დაიხარჯა.

განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.

Comments
Loading...