ვაკეში ჭავჭავაძის N52-54-ში ეზოს მოწესრიგება მიმდინარეობს

14

ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ დროისთვის გზის საფარის აღდგენის პროცესი ჭავჭავაძის N52-54-ში მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად, 1000 კვ. მ ფართობის ეზოში გზის საფუძველი მომზადდება და დაიგება ასფალტი.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 47 000 ლარს შეადგენს. ამავე მისამართზე უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია.

საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრო.

Comments
Loading...