ვაკეში სპორტული მოედნები მოეწყო

18

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, წყნეთის N1-ში და ჭავჭავაძის N78-ში თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედნები მოეწყო.

ბეტონის საფუძველზე დაიგო რბილი საფარი, გამოიცვალა ღობეები, კარები და ფარები.
სტადიონების მოწყობის პროექტების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 94 000 ლარია.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე შეხვდა.

Comments
Loading...