ვაკეში “კარფურის” ახალი ფილიალი გაიხსნა – ფრანგული ბრენდის მე-13 ქსელი საქართველოში (ფოტორეპორტაჟი)

22

ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე კარფურის კიდევ ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა. ეს ფრანგული ბრენდის უკვე მე-13 ქსელია საქართველოში.

“კარფური” ქართულ ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით თბილისი მოლში. დღეისათვის საქრთველოში კარფურის 2 ჰიპერმარკეტი და 11 სუპერმარკეტია წარმოდგენილი.

კარფურის ახალი სუპერმარკეტი მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს. მათ შორისაა სურსათის და ჯანსაღი კვების ფართო არჩევანი, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, კარფურის მიერ წარმოებული ექსკლუზიური პროდუქცია და მრავალი სხვა.

შეგახსენებთ, რომ „კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ეკსლუზიური მფლობელი „ Majid Al Futtaim Retail“-ია, რეგიონში სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ლიდერი.
ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

ახალი სუპერმარკეტი, არაყიშვილის ქუჩის 3 ნომერში მდებარეობს და ის მომხმარებლებს ყოველდღე, დილის 9:30 დან 10:00 – საათამდე მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კარფურის ყველა ქსელი მომხმარებელს არაჩვეულებრივ საახალწლო ფასდაკლებებს სთავაზობს.

Comments
Loading...