ვაზილ ჰუდაკი: ჩვენი საქმიანობა ადასტურებს, რომ საქართველო დიდი ევროპული სივრცის ნაწილია

17

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცეპრეზიდენტის ვაზილ ჰუდაკის განცხადებით, ბანკის მიერ საქართველოსთვის კრედიტის გამოყოფა ადასტურებს, რომ საქართველო არის დიდი ევროპული სივრცის ნაწილი. ამის შესახებ მან საქართველოს პემიერმინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ყოველ ჯერზე ვხედავთ, რომ საქართველო ვითარდება, დინამიურად ვითარდება, რეგიონში ლიდერია, ჩვენ ვართ ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტი და ჩვენი საქმიანობა ადასტურებს იმას, რომ საქართველო არის უფრო დიდი ევროპული სივრცის ნაწილი.

250 მილიონი ევროს გამოყოფა ახალი გზების მშენებლობისთვის, არსებულის რეაბილიტაციისთვის, ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოებისთვის, რომელიც არის აღმოსავლეთ და დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარება, ეს საშუალებას მისცემს საქართველოს, რომ ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდეს და გამოიყენოს პოტენციალი ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად.

ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით ვერთვებით ამ კლასიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენ გვინდა უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. საქართველო რეგიონში ინოვაციური ლიდერია, აქედან გამომდინარე, დიდი სიხარულით ვერთვებით ამ ინიციატივაში და მომავალში მეტ ინოვაციურ პროექტს დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ, ხელს შევუწყობთ ინვესტიციებს”, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

Comments
Loading...