ვადაგადაცილებული სესხები 22.2 მლნ ლარით გაიზარდა

24

აგვისტოს თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 22.2 მლნ ლარით გაიზარდა და 404.3 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.7 პროცენტი იყო.

ვადაგადაცილებული სესხების 52.2 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.4 პროცენტს გაუტოლდა.

Comments
Loading...