ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 167.1 მლნ ლარით გაიზარდა

11

2018 წლის აგვისტოში, წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 167.1 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) გაიზარდა და 10.93 მლრდ ლარს გაუტოლდა.

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა აგვისტოში 41.6 მლნ აშშ დოლარით (0.8 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 5.26 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ამ კატეგორიის კრედიტების 56.1 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 87.0 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს.

უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების გრძელვადიანი სესხების დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

Comments
Loading...