ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელი აუდიტორის კონკურსში KPMG-იმ გაიმარჯვა

9

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელი აუდიტორი შეარჩია.

საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობდა, დღეს კონკურსში მონაწილეთა ფინანსური წინადადებები განიხილა და გამარჯვებულად საერთაშორისო აუდიტორული კომპანია “KPMG” გამოავლინა.

“კომპანიამ აუდიტის ჩასატარებლად ყველაზე კარგი პირობები შემოგვთავაზა. საკონკურსო კომისია გამარჯვებულ კომპანიას პარლამენტს დასამტკიცებლად მომდევნო სესიაზე წარუდგენს”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

21 სექტემბერს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა პარლამენტმა, “ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის თანახმად, მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს აუდიტორულ კომპანიას, ე.წ. “დიდ ოთხეულს” – Ernst & Young-ს, PricewaterhouseCoopers-ს, Deloitte Touche – Tohmatsu-სა და KPMG-ს შესთავაზა.

Comments
Loading...