ერთად უფრო ძლიერები ვართ – „არემჯი“ და შეფი კონსტანტინე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალის მხარდასაჭერად

29

2020 წლის 11 მაისს, კომპანია „არემჯი“ და შეფი კონსტანტინე ერთობლივ პროექტს იწყებენ, COVID19-ის წინააღმდეგ მებრძოლი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების და პერსონალის გასამხნევებლად და მათთვის მადლიერების გამოსახატად.

„არემჯის“ მხარდაჭერით, შეფმა კონსტანტინემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებისთვის განსაკუთრებული სადილი მოამზადა და კლინიკაში ექიმებს მადლიერების და თანადგომის გამოსახატად ეწვია.

კონსტანტინე თედელური, შეფმზარეული: „ ჩვენ უხილავ მტერთან ომში ვართ და ჩვენი ვალია, იმ რესურსებით რაც თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია, ერთმანეთს გვერში დავუდგეთ. ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით. დღეს ჩემი რესურსი ჩემი შიშველი ხელები და ჩემს მიერ ექიმებისათვის სიყვარულით და მადლიერებით მომზადებული კერძებია. „არემჯის“ მხარდაჭერით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას მომავალ კვირასაც ვეწვევით. სწორედ ამით შემიძლია გავამხნევო და ვასიამოვნო ჩვენი ექიმები, რომლებიც იბრძვიან პანდემიის დასამარცხებლად.“

კახაბერ მჭედლიშვილი, „არემჯის“ კორპორაციული დირექტორი: „კომპანია “არემჯი” ტრადიციულად სოცილაური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩართულია სხვადასხვა სახის პროექტებში. 2 თვეზე მეტია თვალს ვადევნებთ ჩვენი გმირი ექიმების წარმატებულ ბრძოლას პანდემიასთან. მათ 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა, მოწყვეტილები არიან საკუთარ ოჯახებს, მეგობრებს, ვერ ისვენებენ და განტვირთვის საშუალება არ აქვთ. ვფიქრობ, რომ შეფი კონსტანტინეს თანადგომის პროექტი არის ძალიან დროული და ამით ჩვენ შევძლებთ ექიმების გამხნევებას. რადგან თავად ვერ ახერხებენ კაფეებში და რესტორნებში მისვლას, ცნობილმა შეფ-მზარეულმა პირადად მათთვის მოამზადა გემრიელ კერძები და ვესტუმრეთ კლინიკას, რათა კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ექიმებს ჩვენი პატივისცემა და მადლობა გადავუხადოთ თითოელი გადარჩენილი სიცოცხლისათვის“.

Comments
Loading...