ერდოღანი მსოფლიოსთან ანგარიშის გასწორებას ნაციონალური ვალუტით აპირებს

77

"თურქეთი არ მიიღებს მსოფლიო წესრიგს, რომელშიც ეკონომიკური ომი მიმდინარეობს, ხოლო ქვეყნებს სანქციების შემოღებით ემუქრებიან  ", – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. 

მისი თქმით, თუ "ევროპის ქვეყნებს ასევე სურთ, თავი დააღწიონ დოლარს", მაშინ ანკარა მზადაა მათთან ვაჭრობაში მსგავსი გათვლებით იმოქმედოს.

"თურქეთი მედეგია ყველანაირი საფრთხისა და რყევის მიმართ ", – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ვინც ცდილობს თურქეთს "წელს ქვემოთ დაარტყას", უნდა ახსოვდეთ, რომ მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი პოლიტიკოსი და არცერთ ქვეყანა, რომელმაც თურქეთთან საომარი ურთიერთბის ფონზე შეძლო წარმატების მიღწევა. 

"ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თურქი ხალხის ტანჯვის მიზეზი გახდა, ადრე თუ გვიან ამისთვის პასუხს აგებს."-აღნიშნავს თირქეთის პრეზიდენტი. 

Comments
Loading...