“ენერგო-პრო ჯორჯია” განაგრძობს დასავლეთ საქართველოში სტიქიით დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენის სამუშაოებს

19

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილ ხეები ელექტროგადამცემ ხაზებს დაეცა. ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბურ წყვეტას ადგილი არ აქვს, თუმცა სხვადასხვა რაიონში არის შეზღუდვები. ყველა რაიონულ ცენტს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახური განაგრძობს მუშაობას დაზიანებული ქსელის აღსადგენად. უამინდობა ართულებს აღდგენითი სამუშაოების წარმოებას, თუმცა კომპანიის ტექნიკური სამსახური ცდილობს რაც შეიძლება დროულად და სწრაფად მოახდინოს ავარიების ლიკვიდაცია. დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობას მიეწოდება ელექტროენერგია.

Comments
Loading...